top of page

ეკოსკოლა

ეკოსკოლა მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამაა. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას საკლასო ოთახში და მის გარეთ - აქტიური ქმედებების, დაკვირვების და კვლევის გზით. პროგრამა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას გლობალური საკითხების მიმართ, ეხმარება მათ გახდნენ უფრო ეკომეგობრულები და პასუხისმგებლიანები.

 

ეკოსკოლების პროგრამა აერთიანებს მთელ სასკოლო საზოგადოებას; ხელს უწყობს სასკოლო პერსონალს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის თანამშრომლობას. მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის და პროექტების მართვის უნარებს.

 

ეკოსკოლის პროგრამის მეშვეობით ახალგაზრდებს შეუძლიათ შეცვალონ გარემოსდაცვითი პოლიტიკა მათ გარშემო.

 

UNESCO-ს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, ეკოსკოლა არის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელს მსოფლიოში.

 

დანაგვიანება -  Litter/ Waste
გაუდაბნოება - Desertification
რადიაცია - Radiation
სმოგი - Smog
კვებითი ჯაჭვი - Food chain
პოპულაცია - The population
კლიმატის ცვლილება - Climate change
ფლორა და ფაუნა - Wildlife
bottom of page